ქიმია

2022 IMDB: 8.20 (16)

ქიმიის კურსის დაწყებისთანავე თინა ხვდება სამყაროში, რომლისაც ყველას ასე გვეშინია და გავურბით. თუმცა, თანდათან მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ 40 წლის ასაკში პირველად დაიწყო ცხოვრება რეალური ცხოვრებით, პირველად დაინახავს და გაიცნობს საკუთარ თავს ისეთს, როგორიც არის სინამდვილეში.

სერიალს თან გასდევს, როგორც მთავარი გმირის გარდასახვის პროცესი, ასევე მეორეხარისხოვანი გმირების ისტორიები. ეს ისტორიები ხან მეტად დრამატულია, ხან ლირიული, შიგადაშიგ კომიკურიც კი, სევდანარევი იუმორით და ცხოვრებისეული სიტუაციებით.

ქიმიოთერაპიის დარბაზში თინა ხვდება სხვადასხვა ასაკის, სოციალური ფენის, შეხედულებისა და განსხვავებული კულტურის მატარებელ ქალებს, რომლებიც სხვა ვითარებაში ალბათ არც კი გამოელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, ახლა კი დიდ დროს ატარებენ ერთ დარბაზში. საერთო სენთან ბრძოლისას, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ქალები თანდათან დამეგობრდებიან.