ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ რამდენიმე ათწლეულია ინარჩუნებს მაღალ რეიტინგსა და პოპულარობას ყველა ასაკის ტელემაყურებელში.
პროექტი „ინტელექტ-კლუბი“ საქართველოს პირველ არხზე პირველად 1996 წელს გავიდა და მიმდინარე წელს მაყურებელს რიგით მე-21 სეზონს სთავაზობს. ამ მაჩვენებლით ქართული „რა? სად? როდის?“ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პროექტია ქართულენოვან ტელესივრცეში.
ზაფხულის სერია (ივნისი – ივლისი), ექვსი ეპიზოდი
მონაწილეობენ:
• ირაკლი კაკაბაძის ექვსეული – პირველი არხის ტელესახეების ნაკრები
• ბაჩანა შენგელიას ექვსეული
• ოთარ საბაშვილის ექვსეული
• ნიკოლოზ ჭურაძის ექვსეული
• გიორგი მელაძის ექვსეული
