დოკუმენტური ფილმი, რომელიც მაყურებელს მოუთხრობს იმ ადამიანებზე, რომლებიც უშუალოდ აშუქებდნენ აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტს (1992-1993 წწ). ფილმის რესპონდენტები არიან ის ოპერატორები და ჟურნალისტები, რომლებიც მაშინ საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე მუშაობდნენ. ის ადამიანები, რომლებსაც პირდაპირი შეხება ჰქონდათ ომთან და წინა ხაზზე მებრძოლების გვერდით იმყოფებოდნენ.
სცენარის ავტორი - მიხეილ ბასილაძე რეჟისორი - ლევან ახობაძე

